|
2019-09-12 10:11:55, 1698 ნახვა
ეკონომიკა
ჩოგოვაძე: აშშ-სთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება კიდევ ერთი წინგადადგმული პოზიტიური ნაბიჯი იქნება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე ქართულ დელეგაციასთან ერთად, რომელსაც მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობს, დღეს ჩიკაგოში ამერიკის უმსხვილეს ავიაკომპანია UNITED AIRLINES-შეხვდება. UNITED AIRLINES შეერთებული შტატების ერთ-ერთი უმსხვილესი და უძველესი ავიაკომპანიაა, რომელიც American Airlines-ის მსგავსად, 1926 წელს დაარსდა. UNITED AIRLINES მსოფლიოში პირველი ავიაკომპანია იყო, რომელმაც სხვადასხვა სერვისები, მათ შორის, ბორტგამცილებლის თანამდებობა თავის საჰაერო ხომალდებზე პირველმა დანერგა. გიორგი ჩოგოვაძის შეფასებით, რეგიონის ქვეყნებიდან საქართველო ერთადერთია, სადაც უაკანასკნელ წლებში საავიაციო ბაზარი უპრეცედენტოდ სწრაფად განვითარდა. ბოლო 6 წლის განმავლობაში ზრდის ტემპი 24 % გაიზარდა. 2018 წელს საქართველოს აეროპორტები 5,033,119 მგზავრს მოემსახურნენ, რაც თითქმის 4 ჯერ მეტია ვიდრე ეს 7 წლის წინ იყო. „შეერთებულ შტატებთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით კიდევ ერთი წინგადადგმული პოზიტიური ნაბიჯი იქნება. ჩვენი დელეგაცია ამ ვიზიტისთვის რამდენიმე თვეა ემზადება. მინისტრმა ნათია თურნავამ ამის შესახებ ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს დაანონსა. დღეს, ჩიკაგოში ვხვდებით ამერიკის უმსხვილეს ავიაგადამზიდავს, UNITED AIRLINES , რომელიც STAR ALLIANCE ერთ-ერთი დამფუძნებელია. შემდეგ კი უკვე ატლანტაში მეორე ამერიკულ გიგანტთან - DElTA AIRLINES-სთან გავმართავთ მოლაპარაკებებს. DElTA AIRLINES ავიაფლოტის სიდიდით, მგზავრთა გადაყვანის კუთხითა და მიმართულებების რაოდენობის მხრივ, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიაა“, - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის განცხადებით, 2018 წელს საქართველოს აეროპორტები 5,033,119 მგზავრს მოემსახურნენ, რაც თითქმის 4 ჯერ მეტია ვიდრე ეს 7 წლის წინ იყო. სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, ქვეყნის საავიაციო ბაზრისადმი ინტერესის გაზრდას ხელი შეუწყო საქართველოს მხრიდან სამოქალაქო ავიაციის სფეროში განხორციელებულმა ლიბერალურმა პოლიტიკამ, პირდაპირი რეისების განხორციელებამ და ახალი ავიაკომპანიების შემოსვლამ.
(NS)
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)