|
2019-09-10 16:04:36, 1972 ნახვა
პოლიტიკა
ნოდია - რასმუსენის განცხადება არ ნიშნავს, რომ ტერიტორიების დაკარგვას ვეგუებით
„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, უნდა შევეგუოთ ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვას და რაღაცაზე გადავაფორმოთ“, - ამ სიტყვებით პოლიტოლოგი გია ნოდია ნატო-ს ყოფილ გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენს გამოეხმაურა, რომლის განცხადებითაც, ქვეყანამ უნდა დაიწყოს დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველო ნატო-ს შეუერთდეს იმ პირობით, რომ მე-5 მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს. ნოდიას შეფასებით, რასმუსენის შეთავაზებაში საქმე ეხება საუკეთესო შედეგის მიღწევას მოცემულ რეალობაში. „ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც როგორც ვიცი, თავიდან საქართველოდან წამოვიდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, უნდა შევეგუოთ ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვას და რაღაცაზე გადავაფორმოთ. არამედ აქ საქმე ეხება იმას, რომ საუკეთესო შედეგს მივაღწიოთ მოცემულ რეალობაში. ეს არის იდეა. ის რომ ჩვენ გვაქვს გადაუწყვეტელი ტერიტორიული კონფლიქტები, ამ ვითარებას დასავლეთ ევროპაში იყენებენ ხელისუფლებები და მთავრობები, რომლებსაც მაინდამაინც არ უნდათ საქართველოს ნატო-ში მიღება“, - განაცხადა გია ნოდიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)