17:29 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-08 10:05:34, 1136 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტი დღეს მინისტრთა ახალ კაბინეტს კენჭს უყრის

პარლამენტი დღეს, 8 სექტემბერს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.

პლენარული სხდომა 10:00 საათზეა ჩანიშნული.

რეგლამენტის თანახმად,  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია კანონმდებლების წინაშე მოხსენებით  წარსდგება. შემდეგ კი კომიტეტებს, ფრაქციებს და ცალკეულ დეპუტატებს მიეცემათ სიტყვით გამოსვლის საშუალება.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა 2 სექტემბერს დატოვა.

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics