|
2019-09-07 11:10:22, 1572 ნახვა
პოლიტიკა
ინაშვილი გახარიას - თუ ამთავრებთ ენმ-ს დაამთავრეთ, ან მე დამნიშნეთ მთავარ პროკურორად და მე დავამთავრებ
ამ ე.წ. კოჰაბიტაციამ, რომელიც თქვენმა ხელისფლებამ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გამოაცხადა, გააბრაზა ქართველი ხალხი, - ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას. ინაშვილმა გახარიას მოუწოდა ერთი კვირით დანიშნოს მთავარ პროკურორად და ის თავად „დაამთავრებს“ წინა ხელისუფლებას. „ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის საკითხი და ეს ე.წ. კოჰაბიტაცია, რომელიც თქვენმა ხელისფლებამ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გამოაცხადა, რამაც უკან დახია, სერიოზულად დახია უკან და გააბრაზა ქართველი ხალხი. ქართველი ხალხი თქვენზე არის ძალიან გაბრაზებული. მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ სიტყვების ფორმატში არ უნდა დარჩეს - „მე თქვენ დაგასრულებთ“, „მე თქვენ დაგამთავრებთ“ და ასე შემდეგ... ბატონო გიორგი, თუ „ამთავრებთ“ „დაამთავრეთ“ და დამთავრებას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება ან მე გთავაზობთ ერთი კვირით დამნიშნეთ მთავარ პროკურორად და „როგორ დავამთავრებ“ და მტკიცებულებებს როგორ ამოვიღებ და 56 000 მოწმეს როგორ დავაბურნებ პროკურატურაში, ჩვენებები რომ აქვთ მიცემული, ამას ყველა ერთად ნახავს. ეს არის ჩემი ღია შემოთავაზება და მერე ისევ დავბრუნდები პარტიაში გენერალურ მდივნად არ არის პრობლემა“, - მიმათა ინაშვილმა გახარიას.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)