|
2019-09-06 16:46:51, 1392 ნახვა
პოლიტიკა
„ისეთ სამართლიან მომავალს ვუსურვებ, როგორიც თვითონაა“ - ხოშტარიამ გახარიას მაკო გომურის წერილი წაუკითხა
პარლამენტში, სადაც ფრაქცია „ევროპული საქართველო“ მთავრობის ახალ შემადგენლობაში შემავალ კანდიდატებს უსმენს, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ პრემიერობის კანდიდატ, გიორგი გახარიას მაკო გომურის წერილი წაუკითხა. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, გიორგი გახარია მაშინაც კი როცა პრემიერ-მინისტრად ინიშნება, საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმად ტყუილს ირჩევს. „მინდა წავიკითხო მაკო გომურის კითხვა, რომელმაც მთხოვა, რომ რადგან არ აქვს საშუალება პირადად დაგისვათ შეკითხვა, უბრალოდ წავიკითხო. ამ შემთხვევაში ჩემთვის ნამდვილად სასურველი იქნებოდა რომ სხვას გაეკეთებინა ეს, მაგრამ მიწევს ამ კითხვის წაკითხვა - „რატომ არიან აქციის მონაწილეები დღეს ციხეში და ადამიანი, რომელმაც თვალი გამომთხარა და ზაფხული ჯოჯოხეთად მიქცია, რატომ არის თავისუფალი?! თუ უდანაშაულო ხალხის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს, რანაირად შესძლებს ქვეყნის მართვას, როცა მას პრეზიდენტზე მეტი უფლება აქვს. და თუ ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გაცემული იყო და არ დაემორჩილა ჯარი, რანაირად შესძლებს მართოს მთელი სისტემა და კიდევ, გადაეცით, რომ ისეთ სამართლიან მომავალს ვუსურვებ, როგორიც თვითონაა... “, - წაიკითხა ელენე ხოშტარიამ. აღნიშნულს გახარიამ შემდეგი რეპლიკით უპასუხა: „მადლობა შეფასებისთვის“...
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)