|
2019-09-06 13:39:16, 972 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი გახარიას: აქვს თუ არა თქვენს მიერ თვალებდათხრილ მაკო გომურს უფლება პარლამენტში სხდომას ესწრებოდეს?!
„აქვს თუ არა უფლება თქვენს მიერ თვალებდათხრილ გოგო მაკო გომურს უფლება, აქ, პარლამენტის შენობაში ესწრებოდეს პროცედურას, რომლითაც პრემიერის სკამის დაკავება გსურთ“ - ამ კითხვით მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას მიმართა. დეპუტატი დაინტერესდა, თუ რატომ არ აძლევენ სამოქალაქო აქტივისტებს პარლამენტის სდომათა დარბაზში შესვლის უფლებას. „ადამიანს, რომელსაც თვალი ამოსთხარეთ, მაკო გომურს, აქვს თუ არა უფლება იმყოფებოდეს პარლამენტში, მაშინ, როდესაც აქ მიმდინარეობს პროცედურები, რომლითაც თქვენ პრემიერის სავარძლის მოპოვებას ცდილობთ. მაცნობეს რომ მის სახელზე საშვია დაშვებული. მინდა შევახსენო ივანიშვილის მონებს - თალაკვაძეს და ჩუგოშვილს, ეს პარლამენტი და თქვენი მანდატები ხალხს ეკუთვნით და მათ რეგლამენტით აქვთ უფლება ესწრებოდნენ საჯარო განხილვებს პარლამენტში. რომ ჩაკეტეთ ეს შენობა და არ უშვებთ არავის, მათ შორის თვალებდათხრილ გოგოს, აქვს თუ არა უფლება აქ იყოს და ისმენდეს თქვენს პასუხებს?!“, - მიმართა სამადაშვილმა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)