|
2019-09-06 13:24:44, 1121 ნახვა
პოლიტიკა
გახარია სამადაშვილს: გირჩევთ თვალიდან ხელი მოიშოროთ და სიმართლეს გაუსწოროთ
„გირჩევთ ქალბატონო სალომე, თვალიდან ხელი მოიშოროთ და სიმართლეს თვალი გაუსწოროთ“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილს პარლამენტის სხდომაზე. გახარიამ „ნაციონალურ მოძრაობას“ ქუჩის ოპოზიცია უწოდა და აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ამომრჩეველი „მათ დაასრულებს“. „რაც შეეხება ყველაფერ იმას, რაც აქ ითქვა, ერთმნიშვნელოვნად, ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, ყველაფერი ის რაც აქ ხდება, არის ჩვეულებრივი „ნაციონალური მოძრაობის“ სახე, ტყუილი, სიცრუე, როდესაც ხდება სიმართლის ჩანაცვლება, როდესაც ხდება მოდერილებული რეალობით ადამიანებზე ზემოქმედება და ამას თქვენ აკეთებდით არა მხოლოდ 9 წელი, ამას თქვენ აკეთებთ დღესაც. მე ერთი რამე მინდა გითხრათ, არსად წასვლას არ ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ და დაგასრულებთ თქვენ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი. თქვენ ხართ ჩვეულებრივი ქუჩის ოპოზიცია და 2020-ში თქვენ დარჩებით ქუჩაში. გირჩევთ ქალბატონო სალომე, თვალიდან ხელი მოიშოროთ და სიმართლეს თვალი გაუსწოროთ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)