16:23 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-05 19:12:01, 1195 ნახვა

პოლიტიკა
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრას არ აპირებს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, ენმ-ს წევრები ხვალ მინისტრობის კანდიდატებთან ფრაქციის ფორმატში შეხვედრას არ აპირებენ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესს ბოიკოტს უცხადებს.

„ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ბოიკოტს, არ დავესწარით საკომიტეტო განხილვებს. ასევე არ გვექნება ხვალ ფრაქციის ფორმატში მთავრობის კანდიდატებთან შეხვედრა. ეს შეხვედრა იქნებოდა მორიგი რუტინული გასაუბრება და შეიქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს,  ქვეყანაში არაფერი ხდება და ვამტკიცებთ მორიგ მთავრობას. არადა,  არის საგანგაშო, განსაკუთრებული ვითარება. ჩვენ ფაქტობრივად ხელისუფლებაში მოგვიყვანეს გავრილოვის მთავრობა. ამიტომ პროტესტის ასეთი ფორმა, ზურგის შექცევა, თუ შეიძლება უხეშად ვთქვათ, არის სწორედ ღირსი ამ მთავრობის“, - განაცხადა გოცირიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics