14:16 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-30 17:45:15, 1926 ნახვა

პოლიტიკა
ბორცვაძე: საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების თქმით „ულტიმატუმი“ ჟურნალისტების მხრიდან არასწორი ინტერპრეტაციაა

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი არ აპირებენ ჩვენთან ულტიმატუმის ენით საუბარს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც შს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა.

„არაერთ საკითხთან დაკავშირებით იყო საუბარი დღევანდელ შეხვედრაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია, საუბარი შედგა კონსტრუქციულ რეჟიმში, ყოველგვარი გართულებების გარეშე, მშვიდ გარემოში. არაერთი საკითხი განვიხილეთ, პირველი და მთავარი არის ის, რომ როგორც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი არ აპირებენ ჩვენთან ულტიმატუმის ენით საუბარს, განმარტეს, რომ ეს იყო არასწორი ინტერპრეტაცია ჟურნალისტების მხრიდან. ცალსახაა, რომ ბლოკ საგუშაგო განთავსებულია ერთადერთი მიზნით - უსაფრთხოების დაცვის მიზნით. კითხვებზე, რომლებიც საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებით გააჩნდათ ცხინვალის წარმომადგენლებს, ავუხსენით და განვუმარტეთ, რომ ეს საგუშაგო ემსახურება ერთადერთ მიზანს - უსაფრთხოების დაცვას. შესაბამისად, მათ ჰქონდათ გარკვეული კითხვები, რომ შეშფოთება გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობაში და ჩვენი არგუმენტებით, გარკვეულწილად დავარწმუნეთ ცხინვალის წარმომადგენლები, რომ ერთადერთი მიზანი ჩვენი პოლიციელების არის უსაფრთხოები დაცვა და მეტი არაფერი. შემდეგი შეხვედრა გაიმართება ერგნეთში, მომდევნო კვირას“, - განაცხადა  შს მინისტრის მოადგილემ.

ცხინვალის დეფაქტო რეჟიმმა საქართველოს ულტიმატუმი გუშინ ერგნეთში  გამართულ შეხვედრაზე წაუყენა. ე.წ. სამხრეთ ოსეთი ბლოკპოსტის დაშლას და საქართველოსგან პროვოკაციების შეწყვეტა მოითხოვდა. თუმცა ცენტრალურმა ხელისუფლებამ აღნიშნული ულტიმატუმი არ შეასრულა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics