13:41 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-28 18:52:30, 1578 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: როცა მეუბნებიან, რომ ევროკავშირი ოცნებაა, ვპასუხობ, რომ ევროპის ისტორია რეალობად ქცეული ოცნებებია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურბაშვილმა ევროპელ ბიზნეს ლიდერთა ფორუმი გახსნა.

სალომე ზურაბიშვილმა ფრანგ მეწარმეებს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და საქართველოს სრული ევროპიზაციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ფორუმს ფრანგული ბიზნეს სექტორის 700 ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის ისინიც, ვინც უკვე მუშაობენ ქართულ ბაზარზე.

პრეზიდენტმა MEDEF International-ის აუდიტორიის წინაშე ისაუბრა იმაზე, რომ საქართველო ყველა სფეროში მზადაა ევროპასთან მეტად დაახლოებისთვის.

„საქართველოს მაგალითი მართლაც, რომ პარადოქსულია. ის, როგორც არასდროს, მიისწრაფვის ევროკავშირში შესასვლელად, საქართველოს ევროპული მისწრაფება არასოდეს ყოფილა ასეთი მტკიცე! როდესაც მეუბნებიან, რომ ევროკავშირი ოცნებაა, მე ვპასუხობ, რომ ევროპის ისტორია რეალობად ქცეული ოცნებებია: საფრანგეთისა და გერმანიის შერიგება, გერმანიის გაერთიანება და ევროპის აღმოსავლეთისაკენ გაფართოება. ევროპა არაფერია, თუ ის არ ოცნებობს“, -აღნიშნა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო დიდ იმედებს ამყარებს იმ ევროპულ ამბიციაზე, რომელსაც დღეს პრეზიდენტი მაკრონი ატარებს.

„მე ვუთხარი პრეზიდენტს და აქაც ვიმეორებ: საქართველოს სურს ევროპული რენესანსის პროექტის წარმატება“, -განმარტა პრეზიდენტმა.

 

ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics