17:38 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-27 15:14:23, 1676 ნახვა

სამართალი
პოლიციამ Echowaves-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ქურდობისა და ნარკოდანაშაულისთვის 16 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ანაკლიაში, ფესტივალ “Echowaves“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა დანაშაულისთვის 16 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, პოლიციამ 13 პირი ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის, ხოლო 3 - ქურდობის ბრალდებით დააკავა.

„სამართალდამცველებმა დაკავებულებისაგან დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. სამი დაკავებულისგან კი ამოღებულია ნაქურდალი ნივთები. გამოძიება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით და 177-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics