19:55 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-20 11:30:01, 1526 ნახვა

სამართალი
შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული რ.ს. დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 12 სექტემბერს, ზესტაფონის რაიონის სოფელ ფუთში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა რ.ს.-მ ურთიერთშელაპარაკებისას შვილს მ.ს.-ს, დანით გულმკერდის არეში ორი ჭრილობა მიაყენა. სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად მ.ს. -ს გადარჩენა მოხერხდა.

„სამართალდამცველებმა რ.ს. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111, 19,108-ე მუხლით (ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ რ.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამიაა განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics