13:16 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-18 23:52:14, 11891 ნახვა

სხვადასხვა
საგანგაშო სტატისტიკა ბოლო 24 საათში - 5 გარდაცვლილი და 15 დაშავებული საქართველოს გზებზე

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 2 კი - დაშავდა.

ხანძარი შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ჩააქრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის, მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.

დღეს საღამოს გურიაში, სოფელ ნიგვზიანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა რვა ადამიანი. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები ლანჩხუთის „მედალფას“ კლინიკაში არიან გადაყვანილები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

მცხეთის სიახლოვეს, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ექვსი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. მათ შორის, ერთი ავტობუსი, ერთი მიკროავტობუსი და ერთი სატვირთო ავტომობილი იყო.

ავარიის შედეგად, ქალი და მამაკაცი დაშავდნენ.  გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

გამთენიისას, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გომთან, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც შუახნის ქალი გარდაიცვალა, სამი ადამიანი კი - მანქანის მძღოლი და ორი მოზარდი დაშავდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics