|
2019-08-16 19:04:45, 1820 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი: თუკი ე.წ. ბორდერიზაცია განახლდა, გამოვიყენებთ, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს
„თუკი პროცესი განახლდა, ბუნებრივია, ჩვენ გამოვიყენებთ, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ოკუპაციის პირობებში, ბორდერიზაციის განახლებასთან დაკავშირებული პროგნოზის გაკეთება რთულია. „ამჟამად, მე მაქვს ინფორმაცია, რომელიც მიღებულია შესაბამისი უწყებებიდან, რომ იქ პროცესი ამ წუთებში არ მიმდინარეობს. თუმცა, მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ვაგრძელებთ აქტიურ მონიტორინგს, იმისთვის რომ მუდმივად გვყავდეს საერთაშორისო თანამეგობრობა ჩართული ამ პროცესში. თუკი პროცესი განახლდა, ბუნებრივია, ჩვენ გამოვიყენებთ, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს“, - განაცხადა ზალკალიანმა. შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. მავთულხლართების გაბმის შედეგად, გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზს იქით რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები მოხვდა. ომის დროს დაზიანებული სახლებიდან ნივთების გასატანად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, რაზმაძეების და გუგუტიშვილების ოჯახებს სამდღიანი ვადა მისცეს. დღეს კი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები ჩავიდნენ და ადგილზე იხილეს საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი და შექმნილი რთული ჰუმანიტარული ვითარება.
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)