|
2015-07-08 15:21:18, 2670 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ეკა ბესელია ნუგზარ წიკლაურს "უპასუხისმგებლო და ფარისევლური განცხადებების" გაკეთებაში ადანაშაულებს
"ნუგზარ წიკლაურის მხრიდან არამარტო უპასუხისმგებლო, არამედ ყალბი და ფარისევლური განცხადება გაკეთდა“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, წინა ხელისუფლებამ ჯაშუშებად ცნო ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ. "ნუგზარ წიკლაურის მხრიდან, ეს არის არამარტო უპასუხისმგებლო, არამედ ყალბი და ფარისევლური განცხადება. ეს ეხება საქართველო-რუსეთს შორის აგვისტოს ომს. არა მარტო ის ადამიანები ვინც მან ახსენა, არამედ ბევრი სხვაც, "ენვერის" საქმეზე დაკავებული პირების შემდეგ, არიან აგვისტოს ომში მონაწილე მფრინავები. ეს ხუთი მფრინავი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდა მაშინ, როდესაც წიკლაური და მისი მეგობრები თავის საშველად ეძებდნენ გზებს. ეს ადამიანები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ, რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ და ისინი ჯაშუშებად გამოაცხადეს და დააპატიმრეს. ბატონო ნუგზარ და სხვებო, ვინც ამ თემაზე ბედავთ და ხმას იღებთ, თქვენ მიატოვეთ მიცვალებულები, გმირი ჯარისკაცები და პატრიარქი რომ არ შებრძანებულიყო, მიწას ვერ მივაბარებდით", - განაცხადა ბესელიამ. ნუგზარ წიკლაურმა რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულების საკითხზე დღეს, პლენარულ სხდომაზე ისაუბრა. „ საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე დაპატიმრებულია და ჯაშუშობის ბრალდებით სასჯელს რუსეთის ციხეებში იხდიან, თუმცა, მათ რუსეთმა ბრალდება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე წაუყენა. ზოგიერთ მათგან 10 წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი. მაგალითად მანუჩარ შონიას, ჯემიკო ოკუჯავას, ოთარ ჯღარკავას, ხვიჩა იმერლიშვიდალს 13 წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი. დავით ალიევი და მისი დედა, ორივე დაპატიმრებულებულები არიან. რამზარ თურქოშვილი დაკავებულია და საერთოდ არ ვიცით სად არის, დენის კამიკოვი და ძალიან ბევრი ადამიანი. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ზურაბ აბაშიძეს, რომელიც რუსეთთან კურირებს ე.წ. დათმობის პოლიტიკას, რათა ეს საკითხი როგორმე დამდგარიყო რუსეთთის წინაშე, ეს მოქალაქეები გადმოცემოდნენ საქართველოს. მითუმეტეს უცნაურია საქართველოს ხელისუფლების ასეთ უმოქმედობა, კაპიტულანტური პოლიტიკა, როდესაც ამ პარლამენტმა ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით , გაათავისუფლა რუსეთის ჯაშუშები, იურიშ კლინნიკოვი, რომელიც იყო რუსეთის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელი, ამ ადამიანს პირადი თავდებობა გაუწია ბესელიამ, ჩაპლიკინი– ჯაშუში, ედუარდ აბდულაევი – ჯაშუში, კიდევ სხვა, ადამიანი, რომლეიც აქედან გათავისულფდნენ“, – აღნიშნა წიკლაურმა.
პაპუაშვილი – 12 აგვისტო, ერთი მხრივ, არის დიდგორის გამარჯვების დღე, მეორე მხრივ კი, 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე
კალაძე რუს ბლოგერს არწმუნებდა, რომ რუსებს საქართველოში დაუვიწყარი დღეები ელით
ვადაგასული პროდუქცია და ჰიგიენის უხეში დარღვევები - „ანაკლიას“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს
სასკოლო ფორმის ყიდვა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება - სამინისტრომ რეალიზაციის წესი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)