23:38 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-03 13:20:30, 2086 ნახვა

სამართალი
შსს-მ თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი კ.ბ. და 1971 წელს დაბადებული ა.ქ., ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ისანში დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულები მიმდინარე წლის 1 აგვისტოს, თბილისში, ოცხელების ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში გაქურდვის მიზნით შედიოდნენ, თუმცა განზრახვა ვერ განახორციელეს, რადგან სამართალდამცველებმა ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

„მათი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია კარის გასაღები ხელსაწყოები - ე.წ. "ატმიჩკები".

პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო, სავარაუდოდ, ნაქურდალი ძვირფასი სამკაულები, დიდი ოდენობით თანხა და კარის საკეტების გასაღები კუსტარული ხელსაწყოები.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177 მუხლის 3 ნაწ. "ა" და "გ" ქ/პ-ით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics