03:25 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-31 15:18:43, 1251 ნახვა

სამართალი
განზრახ მკვლელობასა და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოქალაქე რ.უ. - ს განზრახ მკვლელობისთვის და მასთან ერთად ა.ს. - ს განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული ა.მ. დამნაშავედ ცნო.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 16 ნოემბერს, ქ. თბილისში, ონაშვილის ქუჩაზე, ა. მ. - მ დანის გამოყენებით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო არაერთი ჭრილობა მიაყენა რ.უ. - ს და ა. ს. - ს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაჭრილი ა.ს. - ს გადარჩენა დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად მოხერხდა.

„სამართალდამცველებმა ა.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ორი პირის მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ა.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics