12:51 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-29 12:36:16, 1887 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისიმ“ შვეიცარულ ResponsAbility-ის გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდთან ერთად ენერგო სექტორის დაფინანსებაზე ტრეინინგი ჩაატარა

„თიბისიმ“ პარტნიორ შვეიცარულ ფონდ  responsAbility Investments AG-ის გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდის (GCPF) დახმარებით  განახლებადი ენერგიის წყაროს პროექტების ფინანსირების ტერინინგი ჩაატარა.

ტრეინინგს ცნობილმა საერთაშორისო ექსპერტმა, კრისტიან ერიკ გრუტემ უხელმძღვანელა და მას ენერგოსექტორში მოღვაწე თიბისის თანამშრომლები და კლიენტები დაესწრნენ.

მთავარი აქცენტები  ჰიდროელექტროსადგურებისა და  დიდი პოტენციალის მქონე ქარის პროექტების ფინანსირებაზე გაკეთდა.

2 დღიანი ტრეინინგის დროს, განხილული იქნა ჰიდრო და ქარის ენერგიის პროექტების ძირითადი პრინციპები და ეკონომიკა,გარემოსდაცვითი და სოციალური მოთხოვნები პროექტის განვითარებისა და მშენებლობის პროცესში და სხვა მსგავსი საერთაშორისო სტანდარტების დეტალები.

თიბისი შვეიცარულ ფონდ responsAbility Investments AG-ის გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდთან (GCPF) 2015 წლიდან თანამშრომლობს.ბანკი ,როგორც ლიდერი ენერგეტიკის სექტორში და აგრეთვე ყველაზე აქტიური საერთაშორისო სინდიცირებებში, უახლოეს მომავალში ფონდთან ერთად მსხვილი ჰიდრო პროექტების თანადაფინანსებას დაიწყებს, რაც საქართველოს მასშტაბით შვეიცარული ფონდის და ადგილობრივი ბანკის თანამშრომლობის პირველი პრეცენდენტი იქნება.

ენერგეტიკის სექტორი და მისი განვითარება თიბისის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკს ენერგეტიკის სექტორის ფინანსირებაში ლიდერი პოზიცია უკავია და საქართველოს ბაზრის 75%-ს შეადგენს.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics