19:48 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-12 14:51:31, 2230 ნახვა

სამართალი
შს მინისტრის მოადგილე - აქციაზე ისეთი არაფერი იყო გამოყენებული, რაც კანონით აკრძალულია

შინაგან საქმეთა მინსიტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ, 20 ივნისს სამართალდამცველების მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიების შესახებ მედიის მიერ დასმულ კითხვას კიდევ ერთხელ უპასუხა.

მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ სამართალდამცველების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე გამოძიებას მიმდინარეობს პროკურატურაში და მას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აწარმოებს.

„ტყვიები რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს - არც გამოუყენებია. ტყვიები რომლებიც იქნა გამოყენებული აბსოლუტურად ყველა გაწერილია კანონით და საერთაშორისო სტანდარტებით. შესაბამისად იქ ისეთი არაფერი იყო გამოყენებული რაც კანონით არის აკრძალული.

ჟურნალისტების დაზიანებაც გამოძების ნაწილია, რომელიც პროკურატურაში მიმდინარეობს და რომელთანაც ჩვენ კავშირი არ გვაქვს. ამაზეც რამდენჯერმე ინფორმაცია გავრცელდა. იმ გამოძიებას რომელიც უფლებამოსილების გადამეტებაზე მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აწარმოებს, მასში არ მონაწილეობს, ეს არის პროკურატურის პრეროგატივა“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics