|
2019-07-12 12:31:15, 1688 ნახვა
პოლიტიკა
TI: 2018 წელს, პარლამენტარების მხრიდან სხდომის 1500 გაცდენა დაფიქსირდა, 16 დეპუტატი სიტყვით არ გამოსულა
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში IX მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასების კვლევა წარმოადგინა, რომელიც 2018 წელს მოიცავს. კვლევის ხელმძღვანელი ლიკა საჯაია აცხადებს, რომ საპარლამენტო საქმიანობასი გამოიკვეთა როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური ტენდენციები. „პოზიტიური ტენდენციებიდან განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიღება, რომელმაც გააუმჯობესა პარლამენტის მაკონტროლებელი ფუნქცია, ასევე პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსი, რომელსაც პარლამენტმა ორჯერ უყარა კენჭი და, საბოლოოდ, 2018 წელს მიიღო. ძალიან დადებითი მოვლენა იყო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც ოპოზიციის მოთხოვნით შეიქმნა, თუმცა, სამწუხაროდ, ამ კომისიის შედეგების გაზიარება არ მოხდა. უარყოფითი ტენდენციებიდან უნდა აღვნიშნოთ პარლამენტის წევრთა ეთიკური ქცევები. 2018 წელიც გამორჩეული იყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებით პარლამენტის წევრთა შორის, თუმცა, მაშინდელი მოქმედი რეგლამენტით გათვალისწინებული რეაგირება არ მოჰყოლია. ტრადიციული პრობლემაა პარლამენტის წევრთა მონაწილეობა პლენარულ სხდომებში - 1500 გაცდენა იყო ოჯახური მდგომარეობის გამო. არსებობენ პარლამენტის წევრები, რომლებიც საერთოდ არ სარგებლობენ სიტყვის უფლებით, ამ მოწვევის პარლამენტში 16 ასეთი წევრია, რომელსაც პირველივე დღიდან, 2018 წლის დასასრულამდე სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია“, - აცხადებს ლიკა საჯაია. კვლევის ხელმძღვანელმა იმ რეკომენდაციებზეც ისაუბრა, რაც, მისი თქმით, საპარლამენტო საქმიანობის გაუმჯობესებისთვის აუცილებლად გასათვალისწინებელია. „იმისათვის, რომ პარლამენტი იყოს ქმედითი და ეფექტური მნიშვნელოვანია, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები მათთვის მინიჭებული კონტროლის მექანიზმებს იყენებდნენ რეალური ზედამხედველობისთვის და არა ვიწრო პარტიული მიზნებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარლამენტმა კონსტრუქციული თანამშრომლობა გააგრძელოს არასამთავრობო სექტორთან. 2018 წელი სწორედ ამითიც იყო გამორჩეული, რომ ჩვენ მუდმივი თავდასხმის ობიექტი ვიყავით, მათ შორის მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესგან. მნიშვნელოვანია, რომ კანონშემოქმედებითი პროცესი დახვეწოს პარლამენტმა და კანონის მიღებამდე მოახდინოს რეგულიაციის ზეგავლენის შეფასება. ეს ჩვენ დაგვიცავს იმისგან, რომ მივიღოთ კანონები, რომლებიც ნაკლებად იქნება გააზრებული“, - განაცხადა ლიკა საჯაიამ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)