|
2019-07-11 22:07:30, 1321 ნახვა
პოლიტიკა
იზორია: ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა აშშ-სთან არასოდეს გვქონია
ბათუმში, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, პანელზე „შავი ზღვის უსაფრთხოება“ სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაზე ისაუბრა. ლევან იზორიას განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ასეთი მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა. მინისტრმა ყურადღება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, თავდაცვის სფეროში ბოლო პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა და ახლო მომავალში განსახორციელებელ გეგმებზეც ისაუბრა: „შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავასრულეთ ამბიციური რეფორმების განხორციელება, რომელიც ჩარჩო ხელშეკრულებაში იყო განსაზღვრული და ახლა შემდეგი სამწლიანი თანამშრომლობის ციკლისთვის ვემზადებით, რაც პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის თავდაცვით შესაძლებლობებს გაზრდის“, - განაცხადა ლევან იზორიამ. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ახლა ტერიტორიული თავდაცვისთვის ვემზადებით, რაც საქართველოს თავდაცვის ძალების კიდევ უფრო გაძლიერებასა და შესაბამისად, პროვოკაციების თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს: „სწორედ ამ მიზნით, სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა დავიწყეთ, რომელიც თავდაცვითი ამოცანებისთვის ბატალიონების მომზადებასა და მათი ნატოს სტანდარტებით აღჭურვას ითვალისწინებს“, - განმარტა თავდაცვის მინისტრმა. „ჩვენ გვინდა შევქმნათ მყარი ფუნდამენტი, რაც მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის. შეერთებული შტატები საქართველოსთან საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს ამ მიმართულებით და გვაქვს ამბიცია, რომ კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ თანამშრომლობა აშშ-სთან,“ - განაცხადა ლევან იზორიამ. ლევან იზორიამ აშშ-სთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორების, გერმანიისა და საფრანგეთის მხარდამხარ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, ქართული კონტინგენტის მონაწილეობა კიდევ ერთხელ გაიხსენა და მისი მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სწავლებების გაზრდილი მასშტაბის მნიშვნელობაზე, რომელიც შეკავების პოლიტიკის ნაწილია: „ჩვენ ვაპირებთ კიდევ უფრო მეტი როტაციული წვრთნა ჩავატაროთ საქართველოში ნატოს სხვა ქვეყნების მონაწილეობით, რაც ნიშნავს, რომ მეტი ნატო და მეტი ევროკავშირი საქართველოში უკავშირდება მეტ უსაფრთხოებას.“
(NS)
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)