|
2019-07-10 14:05:46, 1426 ნახვა
პოლიტიკა
„ნინო ქათამაძე რუსეთში აღარ შემოვუშვათ“ - დუმის დეპუტატის ინიციატივა
რუსი სენატორი ალექსეი პუშკოვი მიიჩნევს, რომ ქართველ მომღერალ ნინო ქათამაძეს, "რუსოფობიური განცხადებების" გამო, რუსეთში შესვლა უნდა აეკრძალოს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მან ქათამაძეს ამორალური უწოდა. "ჩემი აზრით ქათამაძის განცხადებები, რომელმაც აღნიშნა, რომ ვერ იტანს რუსეთს, თუმცა ჩამოდის აქ კონცერტების ჩასატარებლად და ფულის საშოვნელად, ამორალური და ცინიკურია", - განაცხადა პოლიტიკოსმა. მისივე თქმით, რისეთში მიღებული პრაქტია, როდესაც "რუსოფობიური განცხადებების გამო, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები ქვეყანაში არ შემოუშვიათ". "აქედან გამომდინარე გამოვდივარ ინიციატივით, რომ ნინო ქათამაძე ქვეყანაში არ შემოვუშვათ და ასეთივე გადაწყვეტილება მივიღოთ სხვა ადამიანების მიმართ, ვინც რუსოფობიურ განცხადებებს გააკეთებენ, მიუხედავად მათი სტატუსისა", - განაცხადა რუსმა სენატორმა. ცნობისთვის, მომღერალმა ნინო ქათამაძემ 20 ივნისს მოსკოვში კონცერტი გამართა. აღნიშნულს საზოგადოებაში ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. თბილისში დაბრუნების შემდეგ ქათამაძემ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, კონცერტის ჩატარებისთვის ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ რუსეთში კონცერტს აღარ გამართავს.
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)