00:41 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-10 13:52:06, 1435 ნახვა

პოლიტიკა
პუტინის პრესმდივანი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენას ნაადრევად მიიჩნევს

კრემლში დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა ადრე თუ გვიან აღდგება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა. 

ინფორმაციას "რია ნოვოსტი" იუწყება. 

ამასთან, პესკოვის თქმით, ავიაფრენების აღდგენაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან მისივე შეფასებით, საქართველოში რუსი ტურისტებისთვის ვიზიტი "უსაფრთხო ჯერ არ არის". 

"რა თქმა უნდა პირდაპირი ავიაფრენებისმიმოსვლის აღდგენას არ გამოვრციხავთ, იმედი გვაქვს, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდება. თუმცა ამ ეტაპზე, როდესაც საქართველოში ასეთი რუსოფობიური განწყობებია, რომელსაც ექსტრემისტული ელფერი დაჰკრავს, ჩვენი ტურისტებისთვის იქ ჩასვლა უსაფრთხო არ არის", - განაცხადა დმიტრი პესკოვმა. 

მისივე განცხადებით, ავიაფრენების აკრძალვა იძულებითი ნაბიჯი იყო. 

"ვახორციელებთ მონიტორინგს, და როგორც ვნახავთ, რომ დაძაბულობა მოიხსნა, ანალიზის და მსჯელობის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჯერ საუბარი ნაადრევია", - აღნიშნა პესკოვმა. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics