18:38 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-10 11:07:49, 1675 ნახვა

სამართალი
უგულავა: გახარია „გავრილოვის ღამის“ გამოძიებას ბარონ მიუნჰაუზენივით აპირებს

„გახარია „გავრილოვის ღამის“ გამოძიებას  ბარონ მიუნჰაუზენივით აპირებს, ანუ საკუთარი თავისთვის ქეჩოზე მოკიდებით  ჭაობიდან ამოყვანას, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს გამოძიება განწირულია“, - ასე შეაფასა სასამართლოში გამოკითხვაზე მისულმა  „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ 20 ივნისის გამოძიების მიმდინარეობა.

უგულავა მიიჩნევს, რომ შს მინისტრს, გიორგი გახარიას გამოძიება იმ მიმართულებით მიჰყავს, რომ თავი აარიდოს პასუხს კითხვაზე, თუ ვინ გასცა აქციის დარბევის ბრძანება.

„იმ პირობებში, როდესაც გახარია  20 ივნისის, გავრილოვის ღამის გამოძიებას  ბარონ მიუნჰაუზენივით აპირებს, ანუ საკუთარი თავისთვის ქეჩოზე მოკიდებით  ჭაობიდან ამოყვანას, ეს იმას ნიშნავს, რომ იმთავითვე, ეს გამოძიება განწირულია.  ჩვენ ვხედავთ, რომ მას გამოძიება  საერთოდ სხვა მიმართულებით მიჰყავს და, რეალურად, არ აპირებს გასცეს პასუხი კითხვას თუ ვინ გასცა ბრძანება სისხლიან დარბევაზე, ვინ ესროლა მაკო გომურს და თუნდაც ნებისმიერს  მოქალაქეს, რომლებმაც მზერა დაკარგეს, დასახიჩრდნენ და სიცოცხლისთვის იბრძვიან. ეს მიმართულება საერთოდ ჩაგდებულია. ასევე, გამოსაძიებელია ისიც, როგორ მოხდა ისე, რომ თავად გახარიას ინიციატივით უნდა შემდგარიყო შეხვედრა და ყველა წინაპირობა იყო შექმნილი სიტუაციის განსამუხტად, მაგრამ ამის ნაცვლად ვიხილეთ მომიტინგეებისთვის გაზის ტყვიების დაშენა. ეს არის ის თემები, რომელიც აუცილებლად უნდა დამაგრდეს სამართლებრივად დღეს, იმისათვის, რომ ხვალ, როცა მეტნაკლებად იქნება შესაბამისი სიტუაცია, ამ კითხვებზე გაეცეს პასუხი“, - განაცხადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics