|
2019-07-09 14:55:20, 2224 ნახვა
პოლიტიკა
პუშკოვი: თავისი ღვინო და წყალი შეუძლიათ მოკავშირეებს გაუგზავნონ - ქართველები ჭაში ჩაფურთხებას უნდა გადავაჩვიოთ
რუსი სენატორი ალექსეი პუშკოვი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და მხარს უჭერს დუმის წინადადებას თბილისის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემოღების თაობაზე, - ამის შესახებ პუშკოვმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერო. როგორც სენატორმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ბოდიშის მოხდის დრო ხელიდან გაუშვა. „მხარს ვუჭერ სახელმწიფო დუმის ინიციატივას. საქართველოში ანტირუსული გამოხტომებით ზედმეტი მოუვიდათ, „რუსთავი 2“-ის პროვოკატორებით, ჩვენს ტურისტებზე თავდასხმებით. თავისი ღვინო და წყლები შეუძლიათ უფასოდ გაუგზავნონ ნატოელ მოკავშირეებს - არა მგონია მათ გადაუხადონ. ჭაში ჩაფურთხებას უნდა გადავაჩვიოთ. ბოდიშის მოხდის დრო უკვე გავიდა“, - წერს პუსკოვი. პუშკოვმა საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსული სანქციებისგან დაზარალდებიან „ურჩია პრეტენზიები საკუთარ ხელისუფლებას წარუდგინონ“.
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)