19:55 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-08 22:30:46, 2952 ნახვა

პოლიტიკა
კადიროვი საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს, პუტინს და რუსეთს ბოდიში მოუხადოს

ჩეჩნეთის ლიდერი "რუსთავი 2"-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას ეთერს გამოეხმაურა, რომელშიც ჟურნალისტმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უცენზურო ლექსიკით მიმართა. 

"კავკასიაში მამაკაცი ასეთ სიტყვებს არ იყენებს, მითუმეტეს თავისი მოსისხლის მიმართაც. გაბუნია მშიშარაა. ეს საქართვველოს და ქართველი ხალხის სირცხვილია", - განაცხადა ჩეჩნეთის ლიდერმა.

მან საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს და რუს ხალხს ბოდისი მოუხადოს.კადიროვმა აგრეთვე გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დაწყება მოითხოვა. 

"არ შეგვიძლია მუდმივად თავი მოვიკატუნოთ, რომ საქართველოში რუსების მიმართ არსებული აგრესია არ შევამჩნიოთ. ამიტომ აუცილებელია ყველაზე მკაცრი სანქციების შემოღებს, რომლებიც არ რუსეთში მცხოვრებ ქართველებს არ შეეხება. ახლა ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ საქართველომ არამზადის გამოხტომა დაგმო, მაგრამ საჭიროა არა დაგმობა, არამედ მისი პირდაპირი ეთერისგან შორს ყოფნა", - აღნიშნა კადიროვმა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
ცხინვალი: ევროკავშირი ცდილობს სირია აიძულოს, უკან წაიღოს „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება
გერმანიის კანცლერი: ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილნი აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფართოების მიმართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics