|
2019-07-04 17:14:50, 1233 ნახვა
პოლიტიკა
კაპანაძე: 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიებას ეს ხელისუფლება არა, მაგრამ შემდეგი ბოლომდე მიიყვანს
„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ განცხადებები სპეცრაზმელების მიერ აქციის დაშლისას თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების თაობაზე, „სიტუაციიდან გამოძრომის მცდელობაა“. კაპანაძის მოსაზრებით, ხელისუფლება გამოძიებას ბოლომდე არ მიიყვანს. „გახარია ცდილობს, რომ გაექცეს პასუხისმგებლობას და ჯოხი გადატეხოს სპეცრაზმელებზე. ასევე, იმ ნარატივის განვითარება, რომ არავის ბრძანება არ ყოფილა და ასე სპეცრაზმი თავისით იქცეოდა, არის სრული კატასტროფა. გამოდის, რომ სპეცრაზმს შეუძლია მთელი ღამის განმავლობაში, რამდენიმე ათასი ტყვია ისროლოს და არავინ არც კი დაინტერესდება და არავინ არ გააუქმებს ამ ბრძანებას?! ეს არის გამოძრომის მცდელობა, რომელიც, ჯამში, წარუმატებლად დამთავრდება. უბრალოდ, სირცხვილია ასეთი საქციელი. ამას სჯობს, მართლა აიღოს [შს მინისტრმა] პოლიტიკური პასუხისმგებლობა, გადადგეს და მერე დაელოდოს ყველა ერთად გამოძიებას, რომელსაც ეს ხელისუფლება არ მიიყვანს ბოლომდე, მაგრამ შემდეგი მიიყვანს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)