|
2015-07-01 18:54:21, 759 ნახვა
სამართალი
შსს-მ თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, 1966 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რამაზ ა. თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ზუგდიდში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული იძულებით გადაადგილებულ პირს - ლოლიტა ბ-ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან ბინის დროულად მიღებაში დახმარებას დაჰპირდა და სანაცვლოდ მოსთხოვა 2000 ლარი, ხოლო წინასწარ გამოართვა 250 ლარი. სამართალდამცველებმა რამაზ ა. თანხის გამორთმევის ფაქტზე დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას თაღლითური გზით აღებული ფული - 250 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით). გამოძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)