22:16 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-11 14:36:39, 954 ნახვა

პოლიტიკა
ჩუგოშვილი: საზოგადოებას აგრესიის მიმართ მიმღებლობა არ აქვს და ეს არჩევნების შედეგებში გამოიხატება

„ძალიან მიხარია, ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ ჩვენს საზოგადოებას ამ აგრესიის და სიძულვილის მიმართ მიმღებლობა არ აქვს და ეს გამოიხატება სწორედ არჩევნების შედეგებში, ალბათ ეს არის ყველაფრის პასუხი“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ოპოზიციის მიერ პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს.

მისი თქმით, დღეს ოპოზიციის მხრიდან აგრესიის, სიძულვილის და ღვარძლის შემცველი  განცხადებები გაკეთდა.

„ერთადერთი, ქალბატონ თინა ბოკუჩავას მინდა ვუთხრა, რომ სხვა დროს, როდესაც გადაწყვეტს, რომ ჩემი ციტირება მოახდინოს, ეს სწორად გააკეთოს და თავის სიტყვებს მე ნუ მომაწერს, იმიტომ, რომ გვარები, რომლებიც მას ალბათ მხოლოდ სმენია, მე მათ ვიცნობ და შესაბამისად, მათი მითითებები არ მჭირდება ამ ადამიანებთან კომუნიკაციაში. ეს ისედაც მშვენივრად გამომდის“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics