18:58 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-07 15:00:31, 1040 ნახვა

პოლიტიკა
ნათია თურნავა - 140 უშუქო სოფელში ელექტრიფიკაცია განხორციელდება

 „ჩვენ დავასრულებთ იმაზე საუბარს, რომ 21-ე საუკუნეში არსებობს უშუქო სოფლები საქართველოში. ჯამურად, საქართველოში 140 სოფელია, სადაც დაახლოებით 600 აბონენტია, რომელთა ელექტრიფიკაციასაც სამი მიმართულებით განვახორციელებთ“,  - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას.

 მინისტრის განცხადებით, პირველი, ეს არის ელექტროგადამცემი ხაზების მიყვანა იქ, სადაც ეს შესაძლებელია. ასეთი სოფლებია მესტიის მუნიციპალიტეტში ხალდე და ჰეშკილი. ამ სოფლების ელექტრიფიკაციის პროექტისთვის ბიუჯეტში თანხა გამოყოფილია და დაიწყება აქტიური მშენებლობა.

 „მეორეც, იქ სადაც შეუძლებელია, რომ მივაერთოთ საერთო გადამცემ ინფრასტრუქტურას, იქ გვექნება ავტონომიური გადაწყვეტილებები. მაგალითად, მიკროჰესების რეაბილიტაცია. რაც შეეხება მესამე მიმართულებას, ესაა მზის პანელების მონტაჟი იქ, სადაც ელექტროენერგიის მიღების სხვა წყარო არ არსებობს", - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics