|
2019-06-07 13:49:24, 810 ნახვა
პოლიტიკა
თურნავა: ინვესტორებისთვის შეთავაზებებს არა მხოლოდ დარგობრივ, არამედ რეგიონალურ ჭრილშიც მოვამზადებთ
„ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკა გახდება უფრო მეტად პროაქტიული, რაც განპირობებულია ახალი ტენდენციებით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას. მინისტრის განცხადებით, „საქართველო თავისი საინვესტიციო გარემოთი იმდენად მიმზიდველია, რომ დღეს საინტერესოა არა მხოლოდ სტრატეგიული ინვესტორებისთვის, რომლებმაც ზუსტად იციან, რაში ჩადონ ფული, არამედ ფინანსური ინვესტორებისთვის, „ექვითი" ფონდებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ თანხის განთავსება, აინტერესებთ და მოსწონთ საქართველოს საინვესტიციო გარემო და ჩვენგან მოელიან კონკრეტულ პაკეტებს, კონკრეტულ შეთავაზებებს." ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ინვესტორებისთვის ასეთ შეთავაზებებს მოამზადებს არა მხოლოდ დარგობრივ, არამედ რეგიონალურ ჭრილშიც. „ეს არის სწორედ დარგობრივი აქცენტის რეგიონალურისკენ გადატანა. ჩვენ შევთავაზებთ ინვესტორებს, რომ თანხა ჩადონ არა უბრალოდ საქართველოს კონკრეტულ დარგში, რაც თავისთავად მიმზიდველია, არამედ რეგიონებში, მაგალითად, ქუთაისში, რუსთავში, ამბროლაურში და სხვ. ჩვენ მათ დავუსაბუთებთ, რატომ უნდა ჰქონდეს რეგიონს თავისი კონკრეტული საინვესტიციო პორტფელი და საინვესტიციო პროექტების კონკრეტული პასპორტები. ამით გათვალისწინებული იქნება არა მხოლოდ რეგიონალური თავისებურებები, არამედ ჩვენი მთავრობის რეგიონალური პოლიტიკა. ამით ჩვენ ასევე წვლილს შევიტანთ სიღარიბის დაძლევაში," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
(NS)
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)