04:43 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-07 11:30:57, 1587 ნახვა

ეკონომიკა
„ზედაზენისა“ და „ბარამბოს“ საჩუქარი ბავშვებს

8 ივნისს, ლიმონათი "ზედაზენი" და "ბარამბინო" ბავშვებს ზაფხულის ფესტივალზე ეპატიჟება, რომელიც 18:00 საათზე, ძველ რუსთავში (მერიის მიმდებარედ) გაიმართება.

"ზედაზენისა" და "ბარამბინოს" ზაფხულის ფესტივალზე პატარებს უამრავი სიურპრიზი ელოდებათ.

" მოხარულები ვართ, რომ ბავშვებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან დღეს ვჩუქნით. 8 ივნისს ყველას ვეპატიჟებით ძველ რუსთავში "ზედაზენისა" და "ბარამბინოს" ზაფხულის ფესტივალზე, სადაც დროს განსაკუთრებულად გაატარებთ. ჩვენს ფესტივალს, რომელსაც უკვე ტრადიციული სახე მიეცა და სხვადასხვა ქალაქებში ტარდება, ყოველწლიურად 20 000-მდე ადამიანი სტუმრობს. „ზედაზენი“ მუდმივად ზრუნავს პატარებზე და სწორედ ამიტომაც სს „ქართული ლუდის კომპანიის“ პორტფელიოში ბევრი ისეთი პროდუქტია, რომელიც ბავშვებს ძალიან მოსწონთ და უყვართ“  -აცხადებს  „ზედაზენის“ ლიმონათის ბრენდმენეჯერი ნინი მიშელაძე.  

მაშ ასე, "ზედაზენისა" და "ბარამბინოს" ზაფხულის ფესტივალზე თქვენ გელით უამრავი ზღაპრის გმირი, გასართობი შოუ-პროგრამა, რობოტი მაქსიმუსი და რობოტი გრინი, საპნის ბუშტების შოუ, მხიარული ლაბორატორია, ცეცხლოვანი შოუ, მხიარული თამაშები – მაგიდის ჰოკეი, ბატუტები, ხატვის კუთხე, ატრაქციონების კუთხე პატარებისთვის, სახეზე მოხატვა – სიურპრიზებით სავსე დღე საჩუქრად – "ზედაზენისგან" და "ბარამბინოსგან".

"ზედაზენი" და "ბარამბინო" ზაფხულის ფესტივალს უკვე მესამე წელია მასპინძლობენ. ფესტივალი წელს ზაფხულის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 6 დიდ ქალაქში ჩატარდება. უკვე გაწერილი განრიგის მიხედვით, ფესტივალის ჩატარების გრაფიკი ასეთია:

8 ივნისი - რუსთავი (შაბათი)

16 ივნისი - თელავი (კვირა)

22 ივნისი - გორი (შაბათი)

28 ივნისი - ქუთაისი (პარასკევი)

29 ივნისი - ზუგდიდი (შაბათი)

30 ივნისი - ბათუმი (კვირა)

  

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics