|
2015-06-30 13:14:03, 753 ნახვა
სამართალი
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლო სხდომა ხმაურით დაიწყო
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმე ხმაურით დაიწყო. სიტყვიერი დაპირისპირება იური ვაზაგაშვილის დას მანანა ვაზაგაშვილსა და ბრალდებულ გიორგი ცააძის ახლობლებს შორის მოხდა. „მე უფრო ბედნიერი ვარ დღეს, ჩემი ძმა სასუფეველშია და ის პატიოსანი ადამიანი იყო. როგორ დავწყნარდე, 2 ოჯახის წევრი მომიკლეს", - მიმართა მანანა ვაზაგაშვილმა ბრალდებულების ახლობლებს. მანანა ვაზაგაშვილის საპასუხოდ ბრალდებულ გიორგი ცააძის დამ განაცხადა, რომ მიმდინარე სასამართლო პროცესი სპექტაკლია. "დავიღალე თქვენი სპექტაკლების მოსმენით. რამდენჯერ გინდოდათ ჩემი ძმის მოკვლა მაგრამ არ გამოგივიდათ", -აღნიშნა გიორგი ცააძის დამ. ამასთან, სასამართლო პროცესზე მანანა ვაზაგაშვილს ერთ-ერთმა დამსწრემ განაცხადა „გაგეზარდათ ნორმალური შვილი და არ მოგიკლავდნენ“. თბილისის საქალაქო სასამართლოში ინცინდენტი ამოწურულია. ბრალდების მხარე დღეს პროცესზე შესავალ სიტყვას იტყვის.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)