09:31 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-18 17:01:39, 875 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე - არეულობას ქმნის არა ცვლილებები, არამედ ხელისუფლება, რომელიც უსამართლო არჩევნებს ატარებს

ნუ შეგეშინდებათ მთავრობის მხრიდან მუქარის, ნუ შეგეშინდებათ ზეწოლის, ნუ შეგეშინდებათ იმ საფრთხეების, რომლებსაც დღეს მთავრობა ხატავს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ  მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, შალვა შავგულიძის მხარდამჭერებთან შემაჯამებელი შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ბაქარაძემ აღნიშნა, არეულობას ქმნის არაა ცვლილებები, არამედ ხელისუფლება, რომელიც უსამართლო არჩევნებს ატარებს.

„ნუ შეგეშინდებათ მთავრობის მხრიდან მუქარის, ნუ შეგეშინდებათ ზეწოლის, ნუ შეგეშინდებათ იმ საფრთხეების, რომლებსაც დღეს მთავრობა ხატავს. დიახ, მე ვიცი, რომ საზოგადოებაში ბევრს ეშინია არეულობის, მაგრამ არეულობას ქმნის არა ცვლილებები, არეულობას ქმნის ხელისუფლება, რომელიც არ ატარებს სამართლიან არჩევნებს და რომელიც ახდენს ხალხზე ზეწოლას, რომელიც ახალისებს ცემა-ტყეპას და ძალადობას, რომელიც არ იძიებს დანაშაულს. ეს ხელისუფლება ახდენს არეულობას და წამალი ამ არეულობის წინააღმდეგ არის სამართლიანი არჩევნები“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics