05:01 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-09 13:56:44, 1311 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი შენგელიამ ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს”  ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ, სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები მოინახულა და  ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

 „74 წლის წინ, მსოფლიომ ბოროტების სახით ფაშიზმი დაამარცხა. გილოცავთ ამ დღეს! ჩვენ მუნიციპალიტეტში 4 ადგილობრივი და 4 დევნილი ვეტერანი გვყავს. მათი ღვაწლი დიდია და განსაკუთრებული დაფასება სჭირდებათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენმა ვეტერანებმა და მათმა ოჯახებმა იგრძნონ სითბო და ზრუნვა. მოვინახულეთ ჩვენი ვეტერანები, მათ ჩვენთან ერთად გაიხსენეს ომის რთული დღეები და გამარჯვების სიხარული. ბაბუაც ომის მონაწილე იყო, ხშირად მიყვებოდა იქაურ ისტორიებს“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics