|
2019-05-01 13:06:48, 1198 ნახვა
პოლიტიკა
გახარია: ეროვნული უსაფრთხოები საბჭო იქნება მაკოორდინირებელი ორგანო ყველა იმ უწყების, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებაშია ჩართული
„ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იქნება ძირითადი მაკოორდინირებელი ორგანო ყველა იმ უწყების, რომელიც ჩართული არის ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, - ამის შესახებ შს მინისტრმა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განცხადებით, შემდეგი შეხვედრა ერთ თვეში გაიმართება „დღეს გვქონდა ტექნიკური ხასიათის შეხვედრა. მივიღეთ დავალებები პრემიერ-მინისტრისგან. მე გავაცანი საბჭოს წევრებს, როგორ წარმოგვიდგენია უახლოეს პერიოდში საბჭოს ამოქმედება. მოგეხსენებათ, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, ეს იქნება ძირითადი მაკოორდინირებელი ორგანო ყველა ინ უწყების, რომელიც ჩართულია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და, რა თქმა უნდა, ეს იქნება სახელმწიფო ორგანო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პრემიერის სრული ინფორმირება ქვეყნის უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებით. ეს იყი ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზეზი და მიზანი. შემდეგი შეხვედრა იქნება დანიშნული ზუსტად ერთ თვეში“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. მთავრობის მეთაურის ბრძანებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას დაეკისრა. ბრძანება პრემიერ-მინისტრმა „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად გამოსცა.ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 8-წევრიან სათათბირო ორგანოს წარმოადგენს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. საბჭოს მუდმივი წევრები არიან შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური. საბჭო აღჭურვილია სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის მანდატით.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)