01:27 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-30 21:35:53, 2147 ნახვა

პოლიტიკა
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია გიორგი გახარიას დაეკისრა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა ხვალ გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია გიორგი გახარიას დაეკისრა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, ხვალ, პირველ მაისს, 12:00 საათზე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება.

მთავრობის მეთაურის ბრძანებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას დაეკისრა.

ბრძანება პრემიერ-მინისტრმა „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოსცა.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 8-წევრიან სათათბირო ორგანოს წარმოადგენს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.

საბჭოს მუდმივი წევრები არიან შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური.

საბჭო აღჭურვილია სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის მანდატით“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics