00:24 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-22 14:37:41, 1657 ნახვა

პოლიტიკა
სესიაშვილი სამადაშვილს: ჩემი ტონი თუ არ მოგწონთ, მიხარია

ჩემი ტონი თუ არ მოგწონთ, ეს მე მიხარია, მაგრამ არის საერთო ქვეყნის ინტერესები, - ასე უპასუხა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ენმ-ს წევრ, სალომე სამადაშვილს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც სუს-ის ანგარიშს მოუსმინეს და სხდომის დახურვაზე მსჯელობენ.

სიტყვიერი კამათი ირაკლი სესიაშვილის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც კომიტეტის სხდომის დახურვის ინიციატივა გაახმოვანა.

სესიაშვილმა აღნიშნა, რომ სამადაშვილი პროვოკაციულ განცხადებებს აჟღერებს.

„თქვენი რიგ შემთხვევაში, პროვოკაციული განცხადებები უკვე სახეზეა და ჩემი ტონი თუ არ მოგწონთ, ეს მე მიხარია, მაგრამ არის საერთო ქვეყნის ინტერესები, სადაც თქვენ კონსოლიდაციის უნარი არ გქონდათ აქამდე, როცა ხელისუფლებაში იყავით, არც დღეს გაქვს, როცა ოპოზიციაში ხართ. ესეც ის განსხვავებაა, რომელიც ჩვენ შორის, არის ფუნდამენტალური, როგორც ხშირად გიყვართ ხოლმე ამ სიტყვის ხმარება“, - მიმართა სესიაშვილმა სამადაშვილს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics