22:04 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-18 13:52:50, 1662 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი: ოპონენტებთან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან მათი ინტერესია დესტაბილიზაცია, რასაც ვერ მიაღწევენ

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი გათვალისწინებული იქნება, პოლიტიკურ ოპონენტებთან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან მათი ინტერესია დესტაბილიზაცია, რასაც ვერ მიაღწევენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ვენეციის რეკომენდაციებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება შედგა.

„არის თემები, რომლებიც სამართლებრივ ფორმატში უნდა განვიხილოთ. „ნაციონალური მოძრაობა" და ახალი „ნაციონალური მოძრაობა" შეეცდებიან, რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეიყვანონ შეცდომაში. ხვალისთვის კანონპროექტზე კენჭისყრა აუცილებლად უნდა გაიმართოს. პროცესის შეჩერებაზე, დანგრევაზე, სიტუაციის გამწვავებაზე საუბარი არ უნდა იყოს. რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი გათვალისწინებული იქნება. პოლიტიკურ ოპონენტებთან რაიმე შეთავაზება, რაიმე საკითხის განხილვა, მოგვარება ან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან მათი ინტერესია, დესტაბილიზაცია, რასაც ვერ მიაღწევენ", – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics