|
2015-06-24 18:55:25, 5598 ნახვა
კულტურა
პეტრას ციხის რეაბილიტაცია 24 ივნისიდან დაიწყება
პეტრას ციხის რეაბილიტაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ჩაუდგება სათავეში. სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი პეტრას ციხეს ეწვივნენ და სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტს ადგილზე გაეცნენ. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ შემუშავებული გეგმა, რომელიც პეტრას ციხის რეაბილიტაციის ისახავს მიზნად, რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე დაგეგმილია ციხის რეაბილიტაცია, ხოლო შემდეგ ეტაპზე ციხესიმაგრის კეთილმოწყობის პროექტის შეძენა, რომლის მიხედვითაც ტურისტებისათვის საინტერესო ადგილის შექმნაა განზრახული. პეტრას ციხის სარეაბილიტაციო პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა ბერძენიშვილი.
ვადაგასული პროდუქცია და ჰიგიენის უხეში დარღვევები - „ანაკლიას“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს
სასკოლო ფორმის ყიდვა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება - სამინისტრომ რეალიზაციის წესი დაამტკიცა
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზელენსკიმ არჩევნების შემდეგ რუსეთში მობილიზაციის ორი ტალღის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)