10:45 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-23 10:55:32, 740 ნახვა

ეკონომიკა
სს „გალტ & თაგარტმა“ „ევექსის“ ობლიგაციების წარმატებით გამოშვების შესახებ განაცხადა

სს „გალტ & თაგარტმა“ სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ 15 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 2-წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვების თაობაზე განაცხადა.

„გალტ & თაგარტი“ ხსენებული გარიგების ერთადერთი განმთავსებელი აგენტი იყო. „ევექსი“ ქვეყანაში უმსხვილესი ჰოსპიტალური ქსელია, რომლის შემდაგნელობაშიც შედის 41 კლინიკა, საქართველოს 6 რეგიონში. ობლიგაციის საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 9.5%-ს და გადაიხდება წელიწადში ორჯერ. ობლიგაცია განთავსდება საქართველოს საფონდო ბირჟაზე და ინვესტორებს შესაძლებლობა ექნებათ ხსენებულ გამოშვებას თვალყური ადევნონ  „ბლუმბერგის“ ტერმინალზე.

„მოხარული ვარ, რომ „გალტ & თაგარტმა“ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ობლიგაციების წარმატებით გამოშვებაში. ეს არის ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელი კომპანიის მიერ საქართველოში ობლიგაციის გამოშვების პირველი შემთხვევა. მნიშვნელოვანი მოთხოვნა დაფიქსირდა როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი ინვესტორების მხრიდან. მინდა ეს წარმატება მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელმაც ქვეყანაში, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორისთვის, საინვესტიციო საბანკო მომსახურების მთავარი მიმწოდებლის ადგილი დაიმკვიდრა“, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ თავმჯდომარემ, არჩილ გაჩეჩილაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics