|
2019-03-26 12:22:35, 1776 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტა მოტორსმა“ ევროპული სარეიტინგო სააგენტო SCOPE-ის რეიტინგი მოიპოვა
ევროპული სარეიტინგო კომპანია SCOPE-ის შეფასებით, თეგეტა მოტორსის რეიტინგი BB- კატეგორიით და სტაბილური ხედვით შეფასდა (Outlook Stable). კომპანიის მაღალი საკრედიტო რეიტინგი განისაზღვრა ჯანსაღი ფინანსური რისკის პროფილით (BB), მაღალი ოპერაციული ეფექტიანობით (BB-) და დაბალი ბიზნეს რისკის მიმართულებით (BB-). ევროპული სარეიტინგო კომპანია თეგეტა მოტორსს ბაზრის ლიდერად აფასებს, რაც გამყარებულია ჯგუფის ძლიერი პოზიციებით როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონალურ ბაზარზე. თეგეტა მოტორსის სტრატეგიის შესაბამისად სარეიტინგო SCOPE-ის შეფასებით, მომდევნო წლებში მოსალოდნელია ჯგუფის ფინანსური მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც თავის მხრივ დადებითად იმოქმედებს კომპანიის საკრედიტო რეიტინგზე. თეგეტა მოტორსი გახლავთ პირველი კომპანია ავტოინდუსტრიის სფეროდან კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც შეძლო გავლენიანი სარეიტინგო კომპანია Fitch-ის რეიტინგის მოპოვება 2017 წელს. 2019 წელს კომპანიამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ფინანსური პოზიცია და 3 საფეხურით დაწინაურდა საკრედიტო რეიტინგში, აღსანიშნავია რომ BB- რეიტინგი საქართველოში სულ რამდენიმე კომპანიას გააჩნია და უპრეცენდენტოა რეგიონალურ საავტომობილო სფეროში. თეგეტა მოტორსი მომხარებელს საავტომობილო მიმართულებით მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მოიცავს საავტომობილო პროდუქტების, მსუბუქი და სატვირთო ავტმობილების, სპეციალური ტექნიკის გაყიდვებს და მომსახურებას, ასევე ავტომობილების და სამშენებლო ტექნიკის გაქირავებას. აღნიშნული განაპირობებს მომხმარებლების დივერსიფიცირებას და შემცირებულ საოპერაციო რისკებს. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, მსგავსი პორტფელი ცალსახად პოზიტიური ფაქტორია, ვინაიდან აბალანსებს ერთ სამომხმარებლო ჯგუფთან დაკავშირებულ რისკებს. თეგეტა მოტორსი წარმატებით თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან როგორებიცაა: Porsche, Toyota, Mazda, MAN, JCB, Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Bosch და სხვა, რაც განაპირობებს ბიზნეს პორტფელის დივერსიფიცირებას და დაბალ საოპერაციო რისკებს. „თეგეტა მოტორსი ჩამოყალიბდა როგორც რეგიონალური ბაზრის ლიდერი საავტომობილო სფეროში, რაც აისახება ბოლო სამი წლის განმავლობაში ბიზნესის ზრდის 20%-იანი მაჩვენებლით“ - წერს სარეიტინგო სააგენტო SCOPE-ი. აღნიშნული რეიტინგის მოპოვება თეგეტა მოტორსისთვის მეტად მნიშვნელოვანია, რადგან კომპანია გეგმავს 30 მილიონი ლარის ობლიგაციების გამოშვებას 2019 წლის მეორე კვარტლის ბოლომდე. თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპანიას და 24 წელია მუდმივად ინარჩუნებს საქართველოს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 250 000 საცალო, 3 700 საბითუმო და 35 500 კორპორატიულ მომხმარებელს. თეგეტა მოტორსი დღეისათვის 23 ფილიალით არის წარმოდგენილი მთელი საქართველოს მასშტაბით, მისი სერვის ცენტრები გამოირჩევა დახვეწილი ინფრასტრუქტურით, მაღალკვალიფიციური კადრებით და ავტოსერვისის თანამედროვე დანადგარებით.
(R)
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
კობახიძე: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ტრაგიკული მოვლენაა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)