10:32 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-15 19:01:10, 1200 ნახვა

პოლიტიკა
„არავის სჯერა, რომ ივანიშვილის ღობესთან შეიძლება შეცდომა მოხდეს, - გენგეგმის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოს სხდომა, სადაც დედაქალაქის გენგეგმას განიხილავენ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

უმრავლესობა ოპოზიციას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

ხოლო, საკრებულოს დეპუტატს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილს არ სჯერა, რომ დოკუმენტს, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიას ზონალური სტატუსი უნდა შეცვლოდა, ტექნიკური ხარვეზი იყო.

„თქვენ თქვით,  რომ  ოპოზიცია იტყუება და არაფერი იცვლებაო დღეს თქვით, რომ კი ედოო, მაგრამ რაღაც ლაქა იყოო, შეგვეშალა და გავასწორეთო. საბოლოო ჯამში ქალბატონმა მაიამ თქვა, ეს ლაქა რომ იყო რამდენიმე თვეა ვიცითო, მაგრამ დღეს ბოლო საათებში და წუთებში გავასწორეთო, არადა გუშინ საერთოდ არ იცოდნენ ეს ლაქა რომ არსებობდა. თქვენ შეიძლება გჯერათ ამ დამთხვევების, მაგრამ ივანიშვილის ღობესთან რომ შეიძლება რამე შეცდომა მოხდეს, არც მე და ალბათ საზოგადოების ნაწილსაც არ სჯერა. მე პირობითად მინდა დაგიჯეროთ, მაგრამ ამბობთ, რომ ერთი დღით ადრე რუკაზე გაიპარა შეცდომა. შეცდომებით დახუნძლული გენერალური გეგმა რომ მივიღოთ და მერე ზონას ვნახავთ რა გამოვა - რუკას საერთოდ არ კითხულობთ?“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics