|
2019-03-14 16:30:58, 1288 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგის ანგარიში: ნატო-ს ლიდერებმა, ბრიუსელის სამიტზე დაადასტურეს, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება
ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ალიანსისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორია. ანგარიშის თანახმად, საქართველო ნატო-ს წევრობისკენ მიისწრაფვის და მოკავშირეებს არაერთხელ დაუდასტურებიათ თავიანთი ძალისხმევა საქართველოს ნატო-ში გასაწევრიანებლად. საქართველო, ასევე, არის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ქვეყანა ნატო-ს ოპერაციებსა და მისიებში. „საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხორციელდება. პაკეტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და შესაბამისად, საქართველოს ნატო-ში გაწერვიანებისათვის მომზადებას ემსახურება. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 15 ინიციატივას მოიცავს: ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC); თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა; ლოგისტკურ შესაძლებლობა; სპეციალური ოპერაციების ძალბი; დაზვერვა; საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა და უსაფრთხო კომუნიკაცია; კიბერ თავდაცვა; შესყიდვები; ავიაცია; საჰაერო თავდაცვა; საზღვაო უსაფრთხოების განვითარება; სამხედრო პოლიცია; სტრატეგიული კომუნიკაციები; კონტრ-მობილობა და კრიზისის მენეჯმენტი. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი მხარდაჭერილია დაახლოებით 40 რეზიდენტი და არარეზიდენტი ექპერტების მიერ ყველა მოკავშირე ქვეყნიდან, ასევე ფინეთიდან და შვედეთიდან. მოკავშირეები და პარტნიორები, ასევე, ახორციელებენ დაფინანსებას წვრთნების, საქართველოს საერთაშორისო სწავლებებში მონაწიოების და მსუბუქი შეიარაღების მიმართულებით.ექვსი ინიციატივის ამოცანები 2019 წელს შესრულდება. საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სფეროში, შესწყიდვების გამჭვირვალე კანონმდებლობის განვითარებაში, კიბერ თავდაცვისა და ლოგისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებაში და სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების ხელშეწყობაში.სხვა ინიციატივები, როგორებიცაა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა, რა ხანია, რაც არაერთ ღონისძიებას თავაზობენ სამხედრო და სამოქალაქო პირებს. 2018 წელს, მოკავშირეებმა საქართველოსთვის გაზრდილი მხარდაჭერის მზადყოფნა გამოხატეს, რომელიც კონტრ-მობილობის, წვრთნებისა და საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა და უსაფრთხო კომუნიკაციის სფეროებს მოიცავს“, - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)