|
2019-03-12 15:44:52, 1493 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი - მოსაზრებები, რომ ინვესტიციების შემცირება ფუნდამენტურ ფაქტორებს უკავშირდება, რეალობას არ შეესაბამება
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის შემცირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მაგისტრალური გაზსადენის პროექტის დასრულებამ, ამავე დროს იმან, რომ შარშან წლის შუა პერიოდში განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ტრანზაქცია ტელეკომუნიკაციების სექტორში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 2018 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 მილიარდ 230 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე ერთი მესამედით ნაკლებია. „მინდა განმარტება გავაკეთო, რომ შემცირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მაგისტრალური გაზსადენის პროექტის დასრულებამ. ამავე დროს იმან, რომ შარშან წლის შუა პერიოდში განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ტრანზაქცია ტელეკომუნიკაციების სექტორში, როდესაც ადგილობრივმა რეზიდენტმა იყიდა წილი უცხოური რეზიდენტისგან და მესამე ფაქტორი, რომელიც მინდა გამოვყო, ეს შეეხება იმას, რომ ვალდებულების დაფარვა მოხდა მასშტაბურად არარეზიდენტი ინვესტორების მიმართ, რომელიც აისახა ამ სტატისტიკაში. ის ფაქტი, რომ მოხდა ვალდებულებების გასტუმრება არარეზიდენტების მიმართ, ეს არის მნიშვნელოვნად მისასალმებელი ფაქტი, ისევე, როგორც ჩემთვის მისასალმებელი ფაქტი გახლავთ ის, რომ ძალიან მნიშვნელოვან სექტორში, როგორიც გახლავთ ტელეკომუნიკაცია, ჩვენი რეზიდენტი კომპანიები ძალიან აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს. შესაბამისად, ის მოსაზრებები, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, რომ ფუნდამენტურ ფაქტორებს უკავშირდება ინვესტიციების შემცირება, არ შეესაბამება რეალობას. ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საერთო ინვესტიციებში ქვეყანა მიდიოდეს წინ და 20 პროცენტიანი ზრდა ამის ნათელი მაგალითია. ნათელი მაგალითია ის, რომ სწორედ ინვესტიციების მოზიდვა გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი FITCH-ისთვის, როდესაც მან გაზარდა ჩვენი სუვერენული რეიტინგი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის თქმით, 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა დაფიქსირდა დამამუშაველი მრეწველობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების, სოფლის მეურნეობის სექტორებში. „ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი არის სიღარიბის დაძლევა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და სწორედ საერთო ინვესტიციების მოცულობამ, მისმა სწრაფმა ზრდამ უნდა უზრუნველყოს ყოველივე ეს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)