|
2019-03-11 11:37:50, 8235 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია - ინვესტიციების წახალისების შეთანხმება კორეიდან ინვესტიციებს გაზრდის
საქართველოსა და კორეას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების ამოქმედება საქართველოში კორეულ ინვესტიციებს დამატებით წაახალისებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომელიც კორეაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში უკვე გაიმართა შეხვედრა კორეის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრთან, აგრეთვე გაფორმდა მთავრობათაშორისი შეთანხმება ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ. აღნიშნულ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, ქართულმა მხარემ საქართველოსა და კორეას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკების დაწყების ინიციატივა გამოხატა. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება მხარეებს გაუხსნის გზას კორეის რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. „ჩვენ ვგეგმავთ უწყებათაშორისი კომისიის შექმნას და მოლაპარაკებების ინიცირებას. ჩვენთვის კორეა მნიშვნელოვანი ბიზნესპარტნიორი და მსხვილი ინვესტორია. კორეულ კომპანიებს განხორციელებული აქვთ ინვესტიცია საქართველოს ენერგეტიკაში, რასაც ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ," - განაცხადა გიორგი ქობულიამ. აღსანიშნავია, რომ 2007 – 2017 წლებში საქართველოში დაახლოებით 97 მლნ აშშ დოლარის ოდენობის კორეული ინვესტიცია განხორციელდა, 2018 წლის სამ კვარტალში აღნიშნულმა მაჩვენებელმა დაახლოებით 39 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 204 პროცენტით აღემატება. კორეული ინვესტიციების უდიდესი ნაწილი ენერგეტიკაში, ასევე ტრანსპორტში, სასტუმრო ბიზნესსა და უძრავ ქონებაში განხორციელდა.
(NS)
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)