|
2019-02-22 14:20:12, 1849 ნახვა
ეკონომიკა
„ვენდის“ ამერიკული რესტორანი „გალერეა თბილისშიც“ გაიხსნა
„ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელი საქართველოში განვითარებას განაგრძობს. მორიგი რესტორანი სავაჭრო ცენტრ „გალერეა თბილისში“ გაიხსნა. „ვენდი“ „გალერეა თბილისში“ სტუმრებს ახალი ფორმატით უმასპინძლებს. ერთგულ მომხმარებელს „ვენდის“ რესტორნისა და “ვენდის” კაფის ტრადიციულ, უგემრიელეს მენიუსთან ერთად, ნამდვილი, მხოლოდ იტალიური ინგრედიენტებისგან დამზადებული პიცების დაგემოვნებაც შეეძლებათ. შეგახსენებთ, რომ „ვისოლ ჯგუფმა“ პიცერიების ქსელის განვითარების შესახებ მიმდინარე წლის დასაწყისში განაცხადა და საწყის ეტაპზე პიცის კუთხეების ინტეგრირება „ვენდის“ ამერიკულ რესტორნებში დაიწყო, თუმცა „ვენდის“ პიცის რესტორნები ცალკე მდგომ ქსელადაც განვითარდება. „გალერეა თბილისში“ "ვენდის" რესტორნის ოფიციალურ გახსნას “ვენდის“ საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტი რაჯეევ საბარვალ რაჯივი, "ვენდის" საერთაშორისო საოპერაციო დირექტორი გაბორ ჰავარი და კომპანიის ადგილობრივი წარმომადგენლები დაესწრნენ. "საქართველოში ქსელის განვითარების პირველივე დღიდან დასახული ამბიციური გეგმებით ჩვენ შევძელით, რომ გაგვეზიარებინა საერთაშორისო "ვენდისთან" ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტები - საკვების უმაღლესი ხარისხი, მისი უსაფრთხოება, მომსახურების გამორჩეული სტანდარტი და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ღირებულებები. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ შევასრულოთ დანაპირები - "ხარისხი ჩვენი რეცეპტია" და თბილისის გულში, „გალერეა თბილისში“ გახსნილი ახალი ფორმატის ვენდის რესტორანში მასპინძლობით გავაკვირვებთ როგორც ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, ისე ტურისტებს. მოხარული ვართ, რომ „ვენდის“ საერთაშორისო დელეგაციაც ჩვენთან ერთად იზიარებს ბრენდის წარმატებას ქართულ ბაზარზე", - აცხადებს "ვენდის" გენერალური დირექტორის გიორგი მშვილდაძე. ”ვენდის“ ახალ რესტორანში 20 ადამიანი დასაქმდა. დღესდღეობით უკვე „ვენდის“ 11 რესტორანი წარმატებით ფუნქციონირებს მთელი საქართველოს მასშტაბით. საქართველოში “ვენდის" ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება 2013 წელს დაიწყო. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში კი უკვე 2 წელია ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ პროდუქციის იმპორტი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და მომხმარებელს საქართველოში დამზადებულ ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის საქონლისა და ფრინველის ხორცს, ბურგერის პურსა და სხვა სთავაზობს.
(R)
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)