|
2019-02-15 16:17:56, 2279 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია: სახელმწიფო ბალანსზე არსებული უძრავი ქონების გასხვისების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება
„სახელმწიფო ბალანსზე არსებული უძრავი ქონების გასხვისების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება და მასში მონაწილეობის საშუალება ყველას ექნება", - ამის შესახებ გიორგი ქობულიამ ქუთაისში დასავლეთ საქართველოს რეგიონულ ბიზნესფორუმზე განაცხადა, რომელშიც 200-მდე ადგილობრივი მეწარმე მონაწილეობდა. გიორგი ქობულიამ ფორუმზე რეგიონებში ბიზნესის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა, თავის გამოსვლაში მან ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით რამდენიმე მიმართულებაზე გააკეთა აქცენტი, მათ შორის მეწარმეების მიერ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული უძრავი ქონების წვდომაზე. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ბიზნესსექტორისთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორ შეიძლება მთავრობასთან უძრავი ქონების თვალსაზრისით თანამშრომლობა. გიორგი ქობულიას განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომ მის ბალანსზე საკმაოდ დიდი რაოდენობით უძრავი ქონება რაც შეიძლება სწრაფად ჩართოს სხვადასხვა სახის საქმიანობაში. „საქართველოში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, მთავრობას ბალანსზე საკმაოდ დიდი რაოდენობით უძრავი ქონება აქვს, მათ შორის იმერეთის რეგიონშიც - მიწის ნაკვეთები, ასევე შენობა-ნაგებობები და ა.შ. ჩვენ, მთავრობას გადაწყვეტილი გვაქვს, რაც შეიძლება სწრაფად ჩავრთოთ ეს ქონება ეკონომიკურ საქმიანობაში", - განაცხადა გიორგი ქობულიამ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, მთავრობა მზადაა, რომ განიხილოს ნებისმიერი მეწარმის წინადადება, თუ რა სახით შეიძლება ამ ქონების მათთვის გადაცემა - იქნება ეს ფასიანი, თუ ინვესტიციის ვალდებულებით გადაცემა. „ჩვენ სხვადასხვა პროგრამები გვაქვს, რათა თქვენ, მეწარმეებმა ეს უძრავი ქონება საქმიანობაში გამოიყენოთ, იქნება ეს საწარმოები, მაღაზიები, თუ სასტუმროები და ა. შ. ამიტომ ყველა მზად იყავით, გაითვალისწინეთ, რომ მთავრობა ამ მიმართულებით ძალიან პოზიტიურადაა განწყობილი", - აღნიშნა მინისტრმა. გიორგი ქობულიას განცხადებით, სახელმწიფო ბალანსზე არსებული უძრავი ქონების გასხვისების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება და მასში მონაწილეობის საშუალება ყველას ექნება.
(NS)
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)