21:19 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-13 14:48:29, 1248 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნის საკანონმდებლო ინიციატივაზე მსჯელობს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი “ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე პირველი მოსმენით მსჯელობს. 

ცვლილებები ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში საბჭოს შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოების დამსახურისა და დაზვერვის სამსახურის უფროსები, ასევე თავდაცვის ძალების ხელმღვანელი იქნებიან. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი იქნება.

პროექტის მიხედვით, საბჭოს ცალკე, დამოუკიდებელი აპარატი ეყოლება. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთვის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტით მოხდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics