13:59 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-17 18:46:13, 1987 ნახვა

სხვადასხვა
ჯანდაცვის სამინისტროს რჩევები სტიქიის ზონაში მომუშავე მოხალისეებს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სტიქიის ზონაში მომუშავე მოხალისეებს ინფექციებისგან თავის დაცვის მიზნით რჩევებს აძლევს.

ეპიდემიის გავრცელების საფრთხე ცხოველების ლეშებთან დაკავშირებით მინიმალურია. მათი მოძიების შემთხვევაში, მიმართეთ სამაშველო სამსახურს;
დალიეთ მხოლოდ ბოთლის წყალი; 

არ გამოიყენოთ საკვებად მალფუჭადი ან დაბინძურებული პროდუქტი;

კვების, ტუალეტით სარგებლობისას, სიგარეტის მოწევის წინ და ნებისმიერი დაბინძურების შემთხვევაში დაიბანეთ ხელები სუფთა წყლითა და საპნით; 

მუშაობისას სხეული მაქსიმალურად დაიფარეთ ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით; 
სითბური და მზის დაკვრის თავიდან აცილების მიზნით ჩაიცვით ღია ფერის ტანსაცმელი და გამოიყენეთ ქუდები და თავსაბურავები;

ნუ იმუშავებთ შიშველი ხელებით, გამოიყენეთ სამუშაო ხელთათმანები;
მტვრისაგან თავის დასაცავად გამოიყენეთ ნიღბები;

გაკაწვრის ან კანის სხვა დაზიანების შემთხვევაში ინფექციის თავიდან აცილების მიზნით, მათ შორის ტეტანუსის, ჩამოიბანეთ ნებისმიერი ჭრილობა საპნით და სუფთა წყლით და მიმართეთ სამედიცინო პუნქტებს. ტეტანუსის აცრის მისაღებად 24 საათის განმავლობაში მიმართეთ იმუნიზაციის ცენტრს - ქ.თბილისი, ტაშკენტის ქუჩა #10.

ნუ შეეჭიდებით ისეთ სამუშაოს, რომელიც აღემატება თქვენს ძალებს, განსაკუთრებით ორსულები და მცირეწლოვანები. დაიცავით ჰიგიენის წესები და გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 595956156; 595956151 ან დარეკეთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 15 05“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics